ლონდონში, ფილმის — ეშმაკი Prada-ს ატარებს 2 — პრემიერაზე მოულოდნელი და ბევრისთვის სიმბოლური ფაქტი მოხდა: ერთ-ერთმა ფანმა ჰოლივუდის ვარსკვლავს, ენ ჰეთეუეის ყურანი აჩუქა.
მომენტი მალევე მოხვდა სოციალურ ქსელებში და ვირუსულად გავრცელდა — მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ფანის ჟესტს, რომელსაც „თბილსა“ და „სიმბოლურს“ უწოდებენ.
ინტერესი ამ ეპიზოდის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა მსახიობის ბოლო ინტერვიუს შემდეგ, რომელიც მან გამოცემა People-ს მისცა. საუბარში ჰეთეუეიმ სრულიად ბუნებრივ კონტექსტში გამოიყენა არაბული სიტყვა „ინშალაჰ“ — „თუ ღმერთის ნება იქნება“.
43 წლის მსახიობი ფილმის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში საუბრობდა იმაზე, როგორ შეიცვალა მისი დამოკიდებულება ცხოვრებისა და პროფესიის მიმართ მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში.
მისივე თქმით, მან ისწავლა, ნაკლებად მძაფრად აღიქვას ინდუსტრიის ემოციური რყევები და უფრო მეტად დააფასოს სიმშვიდე:
„საბოლოოდ ვისწავლე სიმშვიდის დაფასება“, — ამბობს ჰეთეუეი და ამატებს, რომ ცხოვრების თითოეულ ახალ ეტაპს უფრო ინტერესით ხვდება, ვიდრე შიშით.
ინტერვიუს ბოლოს კი აღნიშნავს:
„მინდა გრძელი და ჯანმრთელი ცხოვრებით ვიცხოვრო — ინშალაჰ“.
სწორედ ამ სიტყვამ გამოიწვია განსაკუთრებული გამოხმაურება — განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაში, სადაც მსგავსი გამოთქმა ყოველდღიური საუბრის ნაწილია. TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს უკვე ასიათასობით მოწონება აქვს და კომენტარებიც ძირითადად პოზიტიურია.