77 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღიარებული მსახიობი ნატალი ბაი.
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში მან 90-ზე მეტ ფილმში ითამაშა და საფრანგეთის კინოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან ფიგურად ჩამოყალიბდა. მის ნამუშევრებს შორის არის ფილმი „დამიჭირე, თუ შეგიძლია“. ბაი ოთხჯერ გახდა პრემია „სეზარის“ ლაურეატი — ორჯერ მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (1981 და 1982 წლებში) და ორჯერ — მთავარი როლისთვის (1983 და 2006 წლებში). 1999 წელს იგი ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზით დაჯილდოვდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატალი ბაი „მსახიობად, ვისთან ერთადაც გვიყვარდა, ვოცნებობდით და ვიზრდებოდით“ მოიხსენია და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
ფრანგული მედიის ცნობით, მსახიობი პარიზში, საკუთარ სახლში, 17 აპრილის საღამოს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, იგი ნეიროდეგენერაციული დაავადებით — დემენციით — იყო დაავადებული.