ჯანმომ დაასახელა ქვეყანა, სადაც მაიმუნის ყვავილის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უახლესი მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კვლავ გრძელდება, თუმცა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში ფიქსირდება. სწორედ ეს ქვეყანა რჩება დაავადების ეპიცენტრად, სადაც ბოლო თვეებში შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა.

WHO-ის ინფორმაციით, კონგოში ვირუსის ახალი შტამიც აქტიურად ვრცელდება, რაც დაავადების კონტროლს კიდევ უფრო ართულებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ინფექცია უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში გავრცელდა, თუმცა შემთხვევათა ყველაზე დიდი ნაწილი კვლავ კონგოზე მოდის.

ექსპერტების შეფასებით, დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის შეზღუდული რესურსები, მოსახლეობის გადაადგილება და ეპიდემიოლოგიური კონტროლის სირთულეები. ამ ფონზე ჯანმო ქვეყნებს დაავადების ადრეული გამოვლენის, კონტაქტების მონიტორინგისა და რისკჯგუფების ვაქცინაციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ძირითადად ახლო ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება და კანის გამონაყარი, თუმცა შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები