კიმ კარდაშიანი და ლუის ჰამილტონი ურთიერთობას აღარ მალავენ — დასავლური ტაბლოიდების ინფორმაციით, რეალითი შოუს ვარსკვლავი და „ფორმულა 1“-ის ლეგენდარული პილოტი ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად და მათი რომანი ახალ ეტაპზე გადავიდა.
მედიის ცნობით, წყვილი ლოს-ანჯელესში ვახშმის შემდეგ დააფიქსირეს. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ კარდაშიანი ჰამილტონთან ერთად დროს უკვე შვილებთანაც ატარებს, რაც ბევრისთვის იმის ნიშანი გახდა, რომ ურთიერთობა უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს.
ბოლო თვეებში კიმ კარდაშიანი და ლუის ჰამილტონი არაერთხელ მოხვდნენ პაპარაცების ობიექტივში — ისინი ერთად დაესწრნენ „კოაჩელას“ ფესტივალს, „სუპერ ბოულსა“ და სხვადასხვა დახურულ ღონისძიებას. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობს, თუმცა მათი რომანტიკული ურთიერთობა 2026 წლის დასაწყისში დაიწყო.
ინსაიდერების თქმით, კიმ კარდაშიანის ოჯახი ჰამილტონს დადებითად შეხვდა, თავად ტელევარსკვლავი კი „ძალიან მოხიბლულია“ ბრიტანელი მრბოლელით. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ისინი ცდილობენ, თავისუფალი დრო მაქსიმალურად ერთად გაატარონ.
