პოპულარული ამერიკელი ბლოგერი და კონტენტკრეატორი MrBeast მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც YouTube-ზე 500 მილიონ გამომწერს გადააჭარბა. ისტორიული მაჩვენებელი მან 12 ივნისს სპეციალური პირდაპირი ეთერის დროს დააფიქსირა, სადაც მილიონობით მაყურებელი რეკორდის დამყარებას რეალურ დროში ადევნებდა თვალს.
MrBeast-ის ნამდვილი სახელია ჯიმი დონალდსონი. ის წლების განმავლობაში YouTube-ის ყველაზე პოპულარულ ავტორად ითვლება და ცნობილია მასშტაბური გამოწვევებით, სანახაობრივი ვიდეოებითა და საქველმოქმედო პროექტებით. სწორედ ამ ფორმატმა მოუტანა მას გლობალური პოპულარობა და ასობით მილიონი გამომწერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისში MrBeast-მა 400-მილიონიანი ზღვარი გადალახა, ხოლო მხოლოდ ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაამყარა და ნახევარ მილიარდ გამომწერს მიაღწია.
რეკორდის დამყარების შემდეგ ბლოგერმა სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარიც გააკეთა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა