დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაქორწინდნენ

პოპვარსკვლავი დუა ლიპა და ბრიტანელი მსახიობი კალუმ ტერნერი ოფიციალურად დაქორწინდნენ. .

უცხოური მედიის ინფორმაციით, წყვილმა ქორწილი ლონდონში, ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, დახურულ ცერემონიაზე გადაიხადა.

ცერემონია ლონდონის ისტორიულ მერილებონის საქალაქო დარბაზში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილში მხოლოდ უახლოესი ადამიანები იმყოფებოდნენ და ღონისძიება მაქსიმალურად კონფიდენციალურ გარემოში ჩატარდა.

ფოტოებზე, რომლებიც მედიაში გავრცელდა, დუა ლიპა თეთრ საქორწილო სამოსშია გამოწყობილი, ხოლო კალუმ ტერნერი — მუქ ლურჯ კლასიკურ კოსტიუმში. ცერემონიის დასრულების შემდეგ ახალდაქორწინებულები ჟურნალისტებმა შენობის დატოვებისას დააფიქსირეს.

დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის ურთიერთობის შესახებ პირველად 2024 წელს გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით წყვილმა ნიშნობის ფაქტიც დაადასტურა, ხოლო ახლა მათი ურთიერთობა ოფიციალური ქორწინებით დასრულდა.

უცხოური გამოცემების ცნობით, ლონდონში გამართული მცირე ცერემონიის შემდეგ წყვილი შესაძლოა, იტალიაში კიდევ ერთ, უფრო მასშტაბურ საქორწილო ღონისძიებასაც გეგმავდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები