მეგან მარკლმა ქალიშვილის ახალი ფოტოები გაავრცელა — ლილიბეტი უკვე 5 წლისაა

მეგან მარკლმა სოციალურ ქსელში თავისი ქალიშვილის, პრინცესა ლილიბეტის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. კადრები პატარა ლილის მეხუთე დაბადების დღეს უკავშირდება და საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

სასექსის ჰერცოგინიამ ფოტოებს ემოციური წარწერაც დაურთო: „ჩვენი საოცნებო გოგონა. გილოცავ 5 წლის იუბილეს, ლილი“. გამოქვეყნებულ კადრებში ლილიბეტი მშობლებთან ერთად არის აღბეჭდილი, ხოლო ერთ-ერთ ფოტოზე მისი წითური თმაც კარგად ჩანს — წითური თმა მას მამისგან, პრინცი ჰარისგან, ერგო.

მარკლი და ჰარი შვილების პირადი ცხოვრების დაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, ამიტომ ლილიბეტისა და არჩის ფოტოები საჯაროდ იშვიათად ვრცელდება. სწორედ ამიტომ ახალმა კადრებმა სამეფო ოჯახის გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ბოლო პერიოდში მეგან მარკლი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიური გახდა და გამომწერებს ოჯახური ცხოვრების ფრაგმენტებს ხშირად უზიარებს. რამდენიმე დღის წინ მან კიდევ ერთი ფოტოსერია გამოაქვეყნა, სადაც ლილიბეტი, არჩი და პრინცი ჰარი ყოველდღიურ გარემოში იყვნენ აღბეჭდილნი.

კომენტარები

სხვა სიახლეები