ქეითი პერიმ ორლანდო ბლუმთან ნიშნობა აღიარა

ქეითი პერი მსახიობ ორლანდო ბლუმზეა დანიშნული, წყვილი უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებს, – ამის შესახებ, პერიმ ამერიკულ შოუ Entertainment Tonight-ში ისაუბრა.
აღიარება მან იმის შემდეგ გააკეთა, რაც წამყვანმა შოუს კონკურსანტებთან ფლირტის დაწყება შესთავაზა. ქეითი პერიმ შეთავაზება გაიკვირვა და უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამას არ ვიზამ! დანიშნული და ძალიან ბედნიერი ვარ!“
წამყვანმა სთხოვა დაეზუსტებინა, სწორედ გაიგო თუ არა მისი სიტყვები, რაზეც მომღერალმა მიუგო, რომ ახლახან დაინიშნა თავის შეყვარებულზე, ორლანდო ბლუმზე.
ქეითი პერიმ და ორლანდო ბლუმმა შეხვედრები 2016 წელს დაიწყეს, 2017 წლის დასაწყისში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ამასთან, პაპარაცები მუდამ „იჭერდნენ“ მათ საერთო ღონისძიებებზე და წვეულებებზე. ბლუმი საყვარელ ქალს სულ ახლახან შეურიგდა. ორივე სელებრითი ქორწინებაში უკვე იმყოფებოდა. ორლანდო დაქორწინებული იყო სუპერმოდელ მირანდა კერიზე და მათ ერთი შვილი – ფლინი ჰყავთ, ქეითი პერის მეორე ნახევარი კი, მსახიობი რასელ ბრენდი იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები