გერმანელმა ექთანმა 98 პაციენტი სიცოცხლეს გამოასალმა

გერმანელმა სამართალდამცველებმა ყოფილ ექთან ნილ ჰოგენს კიდევ ერთ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. რამდენიმე თვის წინ, გერმანელ ექთანს, პოლიციამ 97 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა ბრალი.
მედიცინის ყოფილი მუშაკის საქმის სასამართლო განხილვა გერმანიის სასამართლოში უკვე მიმდინარეობს. მანამდე კი გამოძიებამ დაადგინა, რომ სამედიცინო სფეროში მოღვაწეობისას, ნილ ჰოგენმა 97 პაციენტი გამოასალმა სიცოცხლეს.
ექთანს კიდევ ერთ ადამიანის მკვლელობისთვის მაშინ წაუყენეს ბრალი, როდესაც გარდაცვლილის ორგანიზმში საეჭვო პრეპარატის არსებობა ანალიზებით დადასტურდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები