ტრანსგენდერმა, სახის და მკერდის შესაცვლელად, 110 ათასი ევრო დახარჯა (ფოტო +18)

ბერლინში მცხოვრებმა ქალმა-ტრანსგენდერმა 110 ათასი ევრო დახარჯა, რათა სახის ნაკვთები და სხეულის ზოგიერთი ნაწილი შეეცვალა. ეს ფული მან სექს-მომსახურების გაწევით გამოიმუშავა.
ივანა ვლადისლავა მამაკაცად დაიბადა, თუმცა უკვე 11 წლისამ ამის გამოსწორება გადაწყვიტა და ჰორმონალური აბების მიღება დაიწყო. 26 წლის ასაკში მან მრავალი ოპერაცია და კოსმეტიკური პროცედურა გაიკეთა, მათ შორის 10 ლიპოსაქცია, მკერდის გადიდება, 5 რინოპლასტიკა. ასევე, მას ყბის ნაწილი, წარბთან გარკვეული ადგილი და შუბლის ნაწილი მოკვეთეს.
„11 წლიდან ჰორმონებს ვიღებდი, გოგოსავით ვიცვამდი და გრძელ თმას ვატარებდი. როცა მოზარდი ვიყავი, ჩემი გარეგნობა მძულდა. მე მამაკაცები „მაიგნორებდნენ“, თავს მსუქან, მახინჯ და არასექსუალურ ადამიანად ვთვლიდი“.
დიდი ტკივილის გადატანის მიუხედავად, ქალი გაჩერებას არ აპირებს და, შემდეგ ჯერზე, ბარძაყებში იმპლანტების ჩადგმას გეგმავს. მისი აზრით, ოპერაციები პრობლემების გადასაწყვეტად, ერთადერთი გამოსავალია. თავისი სახეცვლილების ეტაპებს ივანა „ინსტაგრამში“ აქვეყნებს. მას 25 ათასი „ფოლოუერი ჰყავს“.
„მე გავაგრძელებ მანამ, სანამ აბსოლუტურად ბედნიერი არ გავხდები, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა და მინდა იდეალური გავხდე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მე ვცხოვრობ ისე, როგორც ყოველთვის მსურდა და თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ამას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“!- აცხადებს ტრანსგენდერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები