ნიკოლას კეიჯმა იქორწინა და 4 დღეში ცოლს გაშორდა

ჰოლივუდის მსახიობმა, ნიკოლას კეიჯმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ მისი ქორწინების რეგისტრაცია გააუქმონ. ცერემონია კი, სულ რაღაც, 4 დღის წინ შედგა. ამის შესახებ პორტალი TMZ იუწყება. რესურსის ინფორმაციით, 55 წლის მსახიობმა და მისმა რჩეულმა – ვიზაჟისტმა ერიკა კოიკემ, ლას ვეგასის ერთ-ერთი სასამართლოს ქორწინების ბიუროს შაბათს მიმართეს. მაგრამ, უკვე ოთხშაბათს, კეიჯმა დაოჯახება გადაიფიქრა. გამოცემა „Daily Mail“-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქორწინების დროს კეიჯი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და პატარძალს „მისი ფულის წართმევაში“ ადანაშაულებდა. ხოლო მისი მეგობარი მშვიდად პასუხობდა -„ საყვარელო, მე ეს შენთვის არ მითხოვია“. ნიკოლას კეიჯი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი ბოლო ცოლი იყო ოფიციანტი ელის კიმი, წარმოშობით კორეელი. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა. მსახიობი კოპოლების ოჯახის წარმომადგენელია. სახელგანთქმული რეჟისორი, ფრენსის ფორდ კოპოლა მისი ბიძაა. კეიჯი 70-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. მას 2 „ოსკარი“ და 4 „ოქროს გლობუსი“ აქვს მიღებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები