ქეთა თოფურიამ რეპერ გუფისთან დაშორების რეალური მიზეზი გაამხილა (ვიდეო)

საზოგადოება, ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად განიხილავს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას პირად ცხოვრებას. ქეთა რუს რეპერ გუფის ხვდებოდა, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, გუფის ღალატის გამო დაშორდა. გუფი აქტიურად ცდილობს შეყვარებულის დაბრუნებას და სოციალურ ქსელებში ქეთასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. თოფურია, ამ დრომდე, საჯაროდ არ საუბრობდა რეპერის შესახებ. თუმცა, ახლახან, ერთ-ერთ გადაცემაში დუმილი დაარღვია. “იმიტომ არა, რაც აჩვენეს და მოგიყვნენ. მე არ ვაპირებდი ამაზე კომენტარის გაკეთებას, რადგან პირადული პირადულად უნდა დარჩეს. რატომ დავშორდით? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული ცხოვრებით ვცხოვრობთ. ძალიან ვეცადეთ, რაღაც საერთო გამოგვენახა, მაგრამ არ გამოვიდა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა”, – ასე უპასუხა ქეთამ შეკითხვას, თუ რატომ დასრულდა მათი ურთიერთობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები