“არაფერი მე არ მინდა, შენი სიყვარულის გარდა” – ბუკა პეტრიაშვილის ემოციური მილოცვა ეკა მიშველაძეს

ყოფილმა მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბუკა პეტრიაშვილმა მეუღლეს, ეკა მიშველაძეს დაბადების დღე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით მიულოცა.
“დღეს, ჩემი მზე დაიბადა! როცა გაჩნდი შენ ჩემს გულში, გაბრწყინდა დღე, ზღაპარივით გამინათდა! არაფერი მე არ მინდა, შენი სიყვარულის გარდა! შენთან ერთად ყველაფერი მიყვარს და მიხარია! მაბედნიერებ, მაძლიერებ, ცხოვრებას მილამაზებ და მიფერადებ! შენს გულს, შენს სულს, შენს ღიმილს, შენს სურნელს, შენს სიყვარულს, შენს მშვენებას, შენს ამ ქვეყნად მოვლინებას გაუმარჯოს! მიყვარხარ და მეყვარები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე! “, -წერს პეტრიაშვილი სოცქსელში. პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი და ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 2015 წელს შეუღლდნენ. მანამდე, ჯერ კიდევ პეტრიაშვილის მინისტრობის დროს, გავრცელდა ჭორი, რომ მინისტრი ხატია შამუგიაზე იყო შეყვარებული; თუმცა, ჭორები მალევე გაბათილდა, როცა საზოგადოებისთვის პეტრიაშვილისა და მიშველაძის სიყვარულის შესახებ გახდა ცნობილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები