მაიკლ ჯექსონის ოჯახი ტელეკომპანია HBO-ს უჩივის

საუბარი კვლავ პედოფილიაზეა.
მაიკლ ჯექსონის ოჯახმა 100 მილიონიანი სარჩელი შეიტანა ტელეკომპანია HBO-ს წინააღმდეგ. მიზეზი არხის გადაწყვეტილებაა, მარტში ეთერში გაუშვას დოკუმენტური ფილმი „ნევერლენდის დატოვებისას“. ფილმი პოპ-მუსიკის მეფის მიმართ პედოფილიაში ახალ ბრალდებებზეა.
სარჩელს უკვე განიხილავს კალიფორნიის შტატის უმაღლესი სასამართლო. ჯექსონის ოჯახი ტელეკომპანიას იმ კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც არხთან 1992 წელს იყო გაფორმებული. კონტრაქტის მიხედვით, არხს არ აქვს უფლება მომღერლის ღირსება და პატივი შელახოს.
ჯექსონის ოჯახი აცხადებს, რომ მსგავსი ბრადლებები, რომლებიც ათ წელზე მეტი ხნის წინ იყო წამოყენებული, საფუძვლიანად იქნა შესწავლილი, თავად მომღერალი კი უდანაშაულოდ სცნეს. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც HBO-ს სურს, მოსარჩელე მხრის აზრით, სიცრუეა.

კომენტარები

სხვა სიახლეები