შვედეთში მეფის ოქროს რეგალიები მოიპარეს

შვედეთის ქალაქ ესკილტუნსში სასამართლომ მეფე კარლ IX-ეს რეგალიების ქურდს განაჩენი გამოუტანა და 4,5 წლით პატიმრობა შეუფარდა. მეფის გვირგვინები და სფერო 2018 წლის ივლისში სტოქჰოლმის მახლობლად მდებარე ტაძრიდან მოიპარეს.
დამნაშავემ ვიტრინა გატეხა, რომელშიც რეგალიები ინახებოდა. მძარცველმა ნივთები მიისაკუთრა, რის შემდეგაც ნავით გაუჩინარდა.
მეფის კუთვნილი ნივთები 5 თებერვალს იპოვეს. უცნობმა ადამიანმა ისინი ნაგვის კონტეინერში სტოქჰოლმის შემოგარენში ჩააგდო.
დამნაშავემ კი ქურდობა მას მერე აღიარა, რაც ნივთებზე მისი დნმ აღმოაჩინეს. ძარცვის საქმეში კიდევ ორი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის, სავარაუდოდ, ის ადამიანები, ვინც მეფის რეგალიები ნაგვის კონტეინერში ჩააგდო. დაკავებული მოპარული ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვაშია ბრალდებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები