რუსეთში „ნარკო-კურიერი“ კატა დააკავეს

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სასჯელაღსრულების კოლონიაში ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანის უჩვეულო მცდელობა აღკვეთეს — აკრძალული ნივთიერებები კატას ჰქონდა დამაგრებული.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, კოლონია №17-ის თანამშრომლებმა შენიშნეს კატა, რომელსაც კისერზე ორი თვითნაკეთი ქსოვილის საყელური ეკეთა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მათში ნარკოტიკული ნივთიერებები იყო დამალული და პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი.

ცხოველი კოლონიის ტერიტორიაზე შესვლამდე შეაჩერეს. ნივთიერებების ამოღების შემდეგ ისინი სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმაც შეამოწმა, რომელმაც ნარკოტიკის არსებობა დაადასტურა. თავად კატა ვეტერინარული შემოწმების შემდეგ უვნებლად გაუშვეს.

რუსი სამართალდამცველები ახლა იძიებენ, ვინ დაგეგმა კატის გამოყენებით აკრძალული ნივთიერებების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანის მცდელობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები