აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა აუქციონზე 2 400 000 ევროდ გაყიდა

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მოდელი 23 წლის მაჰბუბა მამედზადე თავის ქალწულობას 100 ათას ევროდ ყიდდა. სწორედ აღნიშნული თანხა იყო საწყისი ფასი საიტზე Cinderella Escorts, სადაც ქალწულობის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონები ტარდება. მოდელი ამბობდა, რომ სურდა დედას მისით ეამაყა ინტერვიუებში კი ჰყვებოდა თუ რაში აპირებდა დაეხარჯა აღებული ფული. მამემზადეს სურვილებში იყო სახლის შეძენა, მოგზაურობა, სწავლისა და კარიერის გაგრძელება ამერიკაში და უპატრონო ძაღლებისთვის სამშობლოში თავშესაფრის გახსნა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, წელს დასრულებულ აუქციონში იაპონელმა პოლიტიკოსმა გაიმარჯვა, რომელმაც მოდელის ქალწულობა 2 400 000 ევროდ შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით აუქციონში ასევე მონაწილეობდნენ ადვოკატი ლონდონიდან და ფეხბურთელი მიუნხენიდან.

კომენტარები

სხვა სიახლეები