1952 წელს კარიბის ზღვაში ჩამოვარდნილი Pan American World Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები 74 წლის შემდეგ პუერტო-რიკოს სანაპიროსთან, დაახლოებით 600 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. თვითმფრინავი სან-ხუანიდან ნიუ-იორკისკენ მიფრინავდა, როდესაც აფრენიდან რამდენიმე წუთში ორი ძრავა დაუზიანდა და ეკიპაჟი იძულებული გახდა, წყლის ზედაპირზე ავარიული დაშვება განეხორციელებინა.
ავარიის მომენტში ბორტზე მყოფი 69-ვე ადამიანი გადარჩა, თუმცა თვითმფრინავის სწრაფად ჩაძირვისა და უსაფრთხოების წესების არასაკმარისი ცოდნის გამო 52 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის შემდეგ სამოქალაქო ავიაციაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის სავალდებულო გახდა ფრენამდე უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება.
თვითმფრინავის ნამსხვრევები სპეციალური წყალქვეშა რობოტის დახმარებით აღმოაჩინეს. ექსპედიციის წევრების თქმით, აღმოჩენა არა მხოლოდ ერთ-ერთი ისტორიული ავიაკატასტროფის საიდუმლოს ხსნის, არამედ იმედს აჩენს, რომ მომავალში სხვა დაკარგული თვითმფრინავების კვალის პოვნაც გახდება შესაძლებელი.