დღეიდან ძალას იკრებს მარსი–ურანის შეერთება ტყუპების ზოდიაქოში. ასპექტი ზუსტდება და ყველაზე ძლიერ გავლენას უკვე 4 ივლისს მიაღწევს.
ურანი დაკავშირებულია მოულოდნელ და სწრაფ ცვლილებებთან, მოვლენების უცაბედ და არაპროგნოზირებად შემოტრიალებებთან. ეს არის ინოვაციების, არასტანდარტული იდეების, ტექნოლოგიების, ავიაციისა და კოსმოსის პლანეტა.
მარსი სიმბოლიზირებს მოქმედებას, ენერგიას, ინიციატივასა და აგრესიას.
ამ ასპექტს ძლიერი დადებითი პოტენციალი აქვს. მარსისა და ურანის შეერთებას ხშირად მოაქვს მოულოდნელი გარღვევები, ორიგინალური იდეები, ტექნოლოგიური სიახლეები და გაბედული გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებებს უდებს საფუძველს.
თუმცა, მეორე მხრივ, სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ შეერთებისას იზრდება იმპულსური გადაწყვეტილებების, დაუფიქრებელი ქმედებების, კონფლიქტების, ტექნიკური გაუმართაობის, ელექტრო მოწყობილობებთან დაკავშირებული ინციდენტებისა და ავარიების რისკი როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში.
რადგან ამ დროს ☿ მერკურიც რეტროგრადულ მოძრაობაშია, სასურველია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ კომუნიკაციას, დოკუმენტებს, ავტომობილის მართვას, ფრენებს და ზოგადად ყველა იმ სიტუაციას, სადაც აჩქარებამ ან დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიწვიოს.
ამ ენერგიის საუკეთესო გამოყენებაა იმოქმედოთ გაბედულად, მაგრამ არა იმპულსურად; იყოთ მოქნილი, გახსნილი სიახლეებისადმი, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცივი გონებით მიიღოთ. სწორედ ასე შეიძლება მოულოდნელი ცვლილება ახალი
შესაძლებლობის დასაწყისად იქცეს.
