მზეზე 2026 წლის ყველაზე დიდი ლაქების ჯგუფი დაფიქსირდა. სპეციალისტების ინფორმაციით, აქტიური ზონა იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დანახვა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, მხოლოდ მზის უსაფრთხო დამცავი ფილტრითაც არის შესაძლებელი.
მზის ლაქები ვარსკვლავის ზედაპირზე შედარებით ბნელი უბნებია, რომლებიც ძლიერი მაგნიტური აქტივობის შედეგად ჩნდება. სწორედ ასეთ ზონებში წარმოიქმნება ხშირად ძლიერი ამოფრქვევები და კორონული მასის გამოტყორცნა, რაც დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხლებს იწვევს.
ასტრონომების შეფასებით, ახალი ლაქების ჯგუფი 2026 წელს დაფიქსირებულთა შორის ყველაზე დიდია. მისი აქტივობა უახლოეს დღეებში სპეციალისტების ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან მზის ასეთი უბნები შესაძლოა ძლიერი მზის აფეთქებების წყარო გახდეს.
მეცნიერები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მზეზე პირდაპირი დაკვირვება სპეციალური დამცავი ფილტრების გარეშე დაუშვებელია, რადგან ამან მხედველობა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს. უსაფრთხოდ დაკვირვებისთვის მხოლოდ სერტიფიცირებული მზის ფილტრების ან სპეციალური ასტრონომიული აღჭურვილობის გამოყენებაა რეკომენდებული.
