ბრიტანელმა მომღერალმა დუა ლიპამ ტექნოლოგიურ გიგანტ Samsung-ს სასამართლოში უჩივლა და 15 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.
სარჩელის მიხედვით, კომპანიამ მომღერლის ფოტო ტელევიზორების შეფუთვაზე მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა, რითაც, დუა ლიპას მტკიცებით, შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს იგი Samsung-ის პროდუქტების რეკლამირებაში მონაწილეობდა.
საქმე ეხება ფოტოს, რომელიც 2024 წელს, მუსიკალურ ფესტივალ Austin City Limits-ის კულისებშია გადაღებული. მომღერლის იურისტების განცხადებით, ფოტოზე საავტორო უფლებები სრულად დუა ლიპას ეკუთვნის.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მომღერალმა Samsung-ს 2025 წელს უკვე მიმართა და ფოტოს გამოყენების შეწყვეტა მოსთხოვა, თუმცა კომპანია, მისი მხარის მტკიცებით, მოთხოვნას არ დაეთანხმა.
Samsung-მა ბრალდებები ნაწილობრივ უარყო და განაცხადა, რომ გამოსახულება მესამე მხარის პარტნიორისგან მიიღო, რომელმაც კომპანიას დაუდასტურა, რომ შესაბამისი ნებართვები არსებობდა