მეგან მარკლს პრინცესა დაიანას ტიარის გაკეთება აუკრძალეს

გამოცემა „Daily Mail“-ის ინფორმაციით, პრინცმა ჩარზლმა რძალს-მეგან მარკლის გარდაცვლილი პრინცესა დაიანას ტიარის გამოყენება აუკრძალა. გამოცემა წერს, რომ მამამთილის აკრძალვა, ჯერ კიდევ, გასული წლის შემოდგომაზე გაისმა, თუმცა, ამის შესახებ საქვეყნოდ ახლა გახდა ცნობილი. უფრო ზუსტად კი, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კუნძულ ფიჯიზე ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებოდნენ, მეგან მარკლმა იქ გამართულ ღონისძიებაზე მოისურვა ტიარის გაკეთება. თუმცა, ჩარზლმა მას უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ზედმეტად ექსტრავაგანტული იქნებოდა და ღარიბ ქვეყანაში ასეთი ფუფუნების საგნის დემონსტრირება კარგი ტონი ვერ იქნებოდა. როგორც მედიაში აღნიშნავენ, მაშინ მარკლი ასეთ საკითხებში ვერ ერკვეოდა, რადგან ახალ როლს ჯერ შეგუებული არ იყო. ამიტომ, მამამთილმა ის არასწორი ნაბიჯის გადადგმისგან ტაქტიანად დაიცვა. ამავე დროს, როგორც ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, პრინც უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი, იმავე საღამოს, ამ ტიარის ბუკიმგემის სასახლეში გამართულ ბანკეტზე გამოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები