კურიერმა კლიენტის კოქტეილი მოსვა, რაც კამერამ გადაიღო (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ სტოკტონში, კურიერმა კლიენტის კოქტეილს გემო გაუსინჯა. მომხდარი ვიდეოსათვალთვალო კამერებზე მოხვდა, რის მერეც კურიერი სამსახურიდან გაუშვეს. როგორც ირკვევა, 14 წლის რიშაბ მალხოტრამ რძის კოქტეილი და ნუგბარი შეუკვეთა. ბიჭს არც კი უეჭვია, რომ კურიერმა მისი სასმელი გასინჯა, ამიტომ, ბედნიერად მიირთვა მოტანილი. მეორე დღეს, მამამ შვილს სთხოვა, გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ენახა, რომელიც კარის გვერდით ჰქონდათ დამონტაჟებული. ვიდეოზე ბიჭმა ნახა, რომ კურიერი მის კოქტეილს სვამდა. მამამ მომხდარს “ნამდვილი სიგიჟე” უწოდა და, ასევე, აღნიშნა, რომ კურიერმა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. მამაკაცმა ამ სერვისკომპანიაში საჩივარი დაწერა. კომპანიამ შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადა, ხოლო კურიერი სამსახურიდან გაათავისუფლა.

https://www.youtube.com/watch?v=19pqfrewAa0

კომენტარები

სხვა სიახლეები