რომის პაპი: მესი კარგია, მაგრამ ის ღმერთი არ არის

რომის პაპი ფეხბურთელთა იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც ლიონელ მესის “ფეხბურთის ღმერთად” მოიხსენიებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, პაპი ფრანცისკე აღიარებს, რომ მესი ძალიან მაღალი დონის სპორტსმენია. „ადამიანები ამბობენ, რომ მესი “ღმერთია”. თეორიულად, ეს მკრეხელობაა. არ შეიძლება, ამბობდე, ან გწამდეს მსგავსი რამის. მე, მაგალითად, არ მჯერა. ისინი შეიძლება, მესის ღმერთს აღფრთოვანების გამოსახატად ადარებდნენ, თუმცა, არ ღირს მისთვის თაყვანისცემა, არ ღირს ამის ასე გამოხატვა. ეს მხოლოდ მხატვრული მეტყველებაა: „საფეხბურთო მოედანზე ის ღმერთია“. მესი ძალიან კარგია, თუმცა, ცხადია, ის ღმერთი არ არის“, – ციტირებს რომის პაპის სიტყვებს გამოცემა Marca. რომის პაპი ხშირად აქებს არგენტინელ ფეხბურთელს და მიიჩნევს, რომ მან დიეგო არმანდო მარადონას აჯობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები