ქართულ – ევროპული რესტორანი „ქალაქი“, რომელიც თბილისის ძველ უბანში, კოსტავას ქ. 45 ბ.-ში მდებარეობს, ხვალ, 16 მაისს, 20:00 საათზე ოფიციალურად იხსნება.
აქამდე რესტორანი „ქალაქი“ საცდელ რეჟიმში მუშაობდა და სტუმრებს ფრანგი შეფების, ნიკოლა იზნარისა და დევიდ ტავერნიეს გემრიელ კერძებს აცნობდა. ხვალ, ასევე ოფიციალურად იხსნება რესტორან „ქალაქის“ „ბრინჯაოს დარბაზი“, სადაც სტუმრებს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი ნიკოლა იზნარის შექმნილი მიშლენის სტანდარტების მენიუს დაგემოვნება შეეძლებათ.
რესტორნის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხი და ექვსი კერძისგან შედგენილი მიშლენის სტანდარტების მენიუ ყოველთვის ახალი, უმეტესად, ადგილობრივი პროდუქტით მომზადდება. მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი ნიკოლა იზნარი კი, აღნიშნულ მენიუს სეზონურად განაახლებს.
რესტორნის ოფიციალური გახსნა საფრანგეთის საელჩოს პატრონაჟით იმართება. სტუმრებს რესტორან „ქალაქის” მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფის, ნიკოლა იზნარის და აღმასრულებელი შეფის, დევიდ ტავერნიეს მომზადებული ფურშეტით გაუმასპინძლდებიან. საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, თავად წარუდგენს მოწვეულ საზოგადოებას თანამემამულეებს, ეს ჯგუფი თავისი მისიონერული საქმიანობით პოპულარიზაციას ფრანგულ კულტურას უწევს. მათი ჩამოსვლა საქართველოში კი, სარესტორნო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ოფიციალურ გახსნაზე საფრანგეთის საელჩოს მიერ მოწვეულები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობა არიან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 41 წლის ნიკოლა იზნარი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფია. მისი კარიერული წინსვლა 2000 წელს დაიწყო, როცა ნიკოლასი რესტორან -“Le Vieux Logis” – ის სუ – შეფი გახდა, რომელსაც მიშლენის ვარსკვლავი ჰქონდა მინიჭებული; 2003 წელს ნიკოლა იზნარი მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი რესტორან “L’Auberge du Vieux Puits” – ის შეფად დაინიშნა; 2007 წელს ნიკოლასს „Golden Gault & millau”- ს „ახალგაზრდა ტალანტის“ (32 წელს ქვემოთ) ჯილდო გადასცეს, ამ პერიოდში ის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორან- “Château de Curzay” -ის შეფად მუშაობდა; 2008 წელს ნიკოლა იზნარმა, როგორც რესტორანი “L’auberge de la Charme”-ის შეფმა და მფლობელმა „Gault & millau’’-ს “Tomorrow’s best Chef”-ის ჯილდო მიიღო; 2009 წელს კი რესტორნის გახსნიდან 9 თვეში მიშლენის ვარსკვლავი თავად დაიმსახურა; 2010 წელს მისი რესტორანი “L’auberge de la Charme” ოქროს „Gault & millau’’-თი დაჯილდოვდა; მოგვიანებით ნიკოლა იზნარმა “catering company“ სახელწოდებით “Kook’In” გახსნა; 2011 წელს მას “Golden Gault & millau’’-ს ოთხი „მზარეულის ქუდის“ მფლობელის წოდება მიანიჭეს; 2017 წელს ნიკოლასმა ტაილანდში რესტორანი “Oxygen dining room” გახსნა; 2018 წლიდან ნიკოლა იზნარი, მისი გუნდის წევრ, დევიდ ტავერნიესთან ერთად რესტორანი „ქალაქის“ და მისი „ბრინჯაოს დარბაზის“ შეფები არიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ მისი კარიერის განმავლობაში ნიკოლა იზნარს, ცნობილ სასტუმროების მიწვევით, მრავალი გასტრონომიული ღონისძიება და მასტერკლასი აქვს ჩატარებული. მათ შორისაა: Fairmont- Kiev ; Keisuke marsushima- France; Vilajoya -Claudia Albufeira; Meryem Cherkaoui -Casablanca; Rotana Beach Hotel, Rotana Yas Island Hotel, Rotana Al Bustan Hotel- UAE ; St Regis Hotel, Rafles Hotel, Renaissance Hotel- Beijing; Crown Towers Hotel, Sofitel Hotel, Mandarin Oriental Hotel- Macao; Food & Wine Rafles, Raffles Hotel, Sentosa Hotel-singapore; Sofitel Saigon Plaza Hotel-Vietnam; Marriott Resort & Spa, Le Beaulieu-Bangkok; Mandarin Oriental Hotel-Jakarta; Mandarin Oriental Hotel- Kuala Lumpur; M Gallery Hotel-Saigon; Swisshotel-Moscow; EWbony at Mandarin Oriental- Guangzhou; Four Season Hotel- Jakarta;X2 Riverside Chiang Mai » Hotel და სხვა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ნიკოლა იზნარი, გუნდის წევრებთან ერთად, დღემდე თავისი საქმიანობით, სხვადასხვა ქვეყანაში კულინარიული სიახლეების და მიშლენის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურება.
R