ძიძას, რომელმაც „ეშმაკის ბრძანებით“ ორი ბავშვი დანით აჩეხა, უვადო პატიმრობა შეუფარდეს

ამერიკაში მცხოვრები 55 წლის იოსელინ ორტეგა დამნაშავედ სცნეს 6 წლის ლუსია კრიმის და მისი 2 წლის ძმის-ლეოს მკვლელობაში. განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. ძიძას, რომელმაც ორი პატარა ბავშვი, თითქოსდა, „ეშმაკის ბრძანებით“ დანით სასტიკად მოკლა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. მას შეწყალების მოთხოვნის უფლებაც არ ექნება.
თავად 55 წლის ქალი ამტკიცებს, რომ იმ მომენტში, როდესაც ბავშვებს მრავალჯერ დანა ჩაარტყა, ჰალუცინაციები ჰქონდა. მან და-ძმა, რომლებიც სისხლისგან იცლებოდნენ, აბაზანაში დატოვა.
სანამ მოსამართლის გადაწყვეტილებას მოისმენდა, ორტეგამ საზოგადოებას სიტყვით მიმართა-„ ვწუხვარ იმ ყველაფრის გამო, რაც მოხდა…მინდა გულისხმიერების შესახებ გთხოვოთ. მინდა ღმერთს და დაღუპული ბავშვების მშობლებს ბოდიში ვუთხრა.“
გამოძიების მტკიცებით, ორტეგა ბავშვების დედის-მარინ კრიმის შურდა და თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო, რომ ვერ შეძლო ღირსეულად აღეზარდა თავისი ვაჟი, რომელიც 4 წლის ასაკში დომინიკის რესპუბლიკაში თავის დასთან დატოვა.
ორტეგა ძიძად ნიუ-იორკის ერთ-ერთ ფეშენებელურ სახლში რამდენიმე თვის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, რა დროსაც მას თითქოსდა ჰალუცინაციები დაეწყო. საზარელი მკვლელობის შემდეგ, მან ბავშვის ცხედრები აბაზანაში მოათავსა და დედის მოსვლას დაელოდა, რომ მისი რეაქცია ენახა.

კომენტარები

სხვა სიახლეები