ტრამპი შესაძლოა საკუთარი შვილის ქორწილს ვერ დაესწროს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა საკუთარი შვილის ქორწილი გამოტოვოს — მიზეზად კი ირანის გარშემო შექმნილ დაძაბულ ვითარებას ასახელებს.

დონალდ ტრამპ უმცროსისა და მისი საცოლის, ბეტინა ანდერსონის ქორწილი უახლოეს დღეებში ბაჰამის კუნძულებზე უნდა გაიმართოს, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ ღონისძიებაზე დასწრება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

„ეს ჩემთვის კარგი დრო ნამდვილად არ არის. ირანი მაქვს და კიდევ ბევრი სხვა საკითხი,“ — განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი გახდება:

„თუ წავალ — გამაკრიტიკებენ, თუ არ წავალ — მაინც გამაკრიტიკებენ,“ — აღნიშნა ტრამპმა.

მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ვაშინგტონში დარჩენა ქვეყნისთვის „მნიშვნელოვანი პერიოდის“ გამო გადაწყვიტა და თეთრი სახლის დატოვებას არ აპირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები