ჯულია რობერტსი 2017 წლის ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა

ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი 2017 წლის ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა. სწორედ ამიტომ სულ მალე ჟურნალი People-ს სპეციალური ნომერი გამოვა, სადაც მკითხველი ფოტოსესიასა და ჯულიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს იხილავს.
აღსანიშნავია, რომ ჯულია რობერტსი მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ არის დასახელებული ლამაზ ქალად, პირველად ის ამ ტიტულის მფლობელი 26 წლის წინ გახდა ფილმ – Pretty Woman-ის პრემიერის შემდეგ.
რაც შეეხება მსახიობის სამომავლო გეგმებს, ოსკაროსანი რობერტსი მალე ახალ ფილმში პილოტის როლს ითამაშებს. სურათი ბესტსელერი წიგნის, Fool Me Once, ეკრანიზაცია იქნება.

წყარო: http://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები