კაილი მინოუგს რომანი პრინც ენდრიუსთან აქვს

ავსტრალიელ მომღერალს კაილი მინოუგს დიდი ბრიტანეთის პრინც ენდრიუსთან ფარული რომანი აქვს. ამის შესახებ ავსტრალიური გამოცემა New Idea წყვილის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობთ წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ელისაბედ მეორის შვილს, 57 წლის ენდრიუს 48 წლის კაილი მინოუგი თავდავიწყებით უყვარს. გამოცემის ცნობით, ენდრიუ უინძორსა და კაილი მინოუგს უკვე “დიდი მეგობრობა აკავშირებთ.”
ცნობილია, რომ 2017 წლის თებერვალში ენდრიუ უინძორმა კაილი მინოუგს საქმროსთან, 29 წლის ჯოშუა სასომთან დაშორების გამო საჯაროდ თანადგომა გამოუცხადა. გამოცემის მტკიცებით, მას შედეგ პრინცი და პოპვარსკვლავი “განუყრელი მეგობრები” გახდნენ.
პრინცი ენდრიუ ბრიტანეთის ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრეა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

http://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები