ცნობილი ვარსკვლავები, რომლებსაც სკოლა არ დაუმთავრებიათ

1.ჯენიფერ ლოურენსი

 

 

 

 

 

 

 

 

ლოურენსმა ფორმალური განათლების მიღება 14 წლის ასაკში დაამთავრა, როცა საშუალო სკოლიდან წავიდა, მას ფაქტობრივად ცოდნის დამადასტურებელი არცერთი საბუთი აქვს თუმცა როგორც ამბობს, საკუთარ თავზე მუშაობა მან თვითგანათლებით შეძლო.


2. რაიან გოსლინგი

რაიანმა სკოლას თავი 17 წლის ასაკში დაანება, რათა დისნეის All-New Mickey Mouse Club-ში ეთამაშა.


3. ჰარი სთაილზი

ჰარიმ სკოლაში სწავლას მას შემდეგ დაანება თავი, რაც One Direction-ში აიყვანეს.


4. ჟიზელ ბიუნდჰენი

ჯიზელმა სკოლას თავი 14 წლილს ასაკში დაანება, რათა სამოდელო კარიერისთვის მიეხედა.


5. რიანა

რიანა სულ რაღაც 16 წლის იყო, როცა Def Jam-თან გააფორმა კონტრაქტი და სკოლას თავი დაანება.


6. ტომ კრუზი

ტომ კრუზს სურდა მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და სკოლაში სწავლასაც შეეშვა, რათა სამსახიობო კარიერისთვის მიეხედა.


7. კამერონ დიასი

კამერონმა სკოლაში სწავლა მას შემდეგ შეწვიტა, რაც გადაწყვიტა მთელი დრო სამოდელო საქმიანობისთვის დაეთმო.


8. ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ კიდმანი 16 წლის ასაკში წამოვიდა ავსტალიის სკოლიდან.


9. ჯიმ ქერი

ჯიმ ქერის სამსახიობო კარიერის გამო არ დაუნებებია სკოლისთვის თავი, სამწუხაროდ, მას ოჯახისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოსაჩენად სწავლისთვის თავის დანებება მოუწია.


10.კიანუ რივზი

კიანუ რივზმა სკოლაში სწავლაზე ხელი იმიტომ აიღო, რომ ეს გარემო მისთვის ყოველთვის დამთრგუნველი იყო და ხშირი დაპირისპირებაც ჰქონდა სკოლის თანამშრომლებთან.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები