დათვის ბელები, რომლებიც საზამთროზე ნადირობენ (ფოტო)

თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ  გვერდზე  სამი დათვის ბელის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც ისინი საზამთროს   შეჭმას ცდილობენ.
“ამ სამ პატარა ონავარს ერთი სრული დღე და ღამე დასჭირდა მცირე ზომის საზამთროს შესაჭმელად. ჯერ ბურთივით აგორავეს, თვითონაც გემრიელად იკოტრიალეს, მერე პატარა ნახვრეტები ამოჭამეს და მთელი დღე ერთი საზამთროს განადგურებას დაუთმეს. ვის ეცლა მოწყენისთვის. ზოოპარკში მოსული სტუმრები ნერვიულობდნენ, როგორ აწვალებთ, დაუჭერით პატარებს ხილი და ისე მიეცითო. გვითხარით, დაჭრილი საზამთროთი ასე ვინ გაერთობოდა?
საზამთროს ზოოპარკში გარემოს გამრავალფეროვნებისთვის, ზოოპარკულად რომ ვთქვათ, ენრიჩმენტისთვის ვიყენებთ.
რა არის ენრიჩმენტი?
ბუნებაში დათვები მუდმივად საკვების მოპოვებით არიან დაკავებულები, რომლის მოსაძებნად ყოველდღიურად მრავალი კილომეტრის დაფარვა უწევთ;
იმისათვის რომ ზოოპარკში არ მოიწყინონ და მთელი დღე საქმე ჰქონდეთ, ხელოვნურად ვუქმნით დაბრკოლებებს: ვუმალავთ საჭმელს, ვუფანტავთ ვოლიერში წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს, მოგვაქვს მცენარეების დიდი ტოტები და ვუკიდებთ მაღლა და სხვა. შესაბამისად, ბელები მთელი დღის განმავლობაში დაკავებულები არიან, მოსაწყენად დრო არ რჩებათ და ყველა სიკეთესთან ერთად ბუნერივი ქცევის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები