ჩცდ”-ს მსახიობი Netflix-ის სერიალში ითამაშებს (ფოტო)

“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ვიკა კალანდია Netflix-ის ახალ სერიალში ითამაშებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასევე “ჩცდ”-ს მსახიობმა ბახვა ბრეგვაძემ დაწერა.
“როგორ მიხარია რომ პირველად მე ვწერ ამ ამბავს, ჯერ ეპიზოდური როლით , მაგრამ მაინც ფანტასტიკაა, ძალიან მაგარი და გადასარევი ამბავია რომ ვიკა კალანდია “Netflix”-ის ახალ სერიალში გამოჩნდება, რომელსაც Peter Webber-ი იღებს წინ კიდევ დიდი გეგმები და პროექტებია … უკვე ხელს ვერაფერი ვეღარ შეუშლის ამიტომ, შეგვიძლია ხმამაღლა ვიზეიმოთ. ხოდა ვაშა! “,- წერს ბახვა ბრეგვაძე სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები