10 ქცევა, რომელიც მამაკაცს არასდროს უნდა აპატიოთ

1. როცა შენ ზურგს უკან მიწერ-მოწერა აქვს სხვა ქალებთან და უარყოფს ამას, როდესაც გაუგებ.

2. როცა ის პატივს არ სცემს შენს სამსახურს, კარიერას, ჰობის და ა.შ. ის ყოველთვის არასერიოზულად გიყურებს.

3. როცა გაბრალებს საკუთარ წარუმატებლობებს. ის არასაკმარისად მოწიფულია, რომ პასუხი აგოს საკუთარ საქციელზე.

4.. როცა მას უხეში და უპატივცემლო დამოკიდებულება აქვს შენი მეგობრებისა და ახლობლების მიმართ. ეს დაძაბულობა ურთიერთობებში ყოველთვის იქნება.

5. როდესაც აჩვენებს სხვას შენ შიშველ ფოტოებს (ან სხვა ქალის ფოტოებს). ის პატივს არ გცემს არც შენ, არც საკუთარ თავს, და არც თქვენს ურთიერთობებს.

6. როცა გაიძულებს აკეთო ის, რაც შენ არ მოგწონს. ის პატივს არ სცემს შენს საზღვრებს.

7. როცა გიყენებს. თქვენ ორივე იმყოფებით ურთიერთობებში: შენ არც მისი მოსამსახურე ხარ, არც მისი დედიკო, არც მისი საკრედიტო ბარათი, და არც პირადი მძღოლი.

8. როცა გულს გტკენს შენც და სხვა ადამიანებსაც, ფიზიკურ ტკივილს აყენებს ცხოველებს. თუ ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობას, თუნდაც ეს იყო ერთხელ, თუნდაც ერთხელ სცემა უპატრონო კატას – ეს მისი არაადამიანობის მაჩვენებელია.

9. როცა ის ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან სხვა ნივთიერებებს. თუ მას გააჩნია ასეთი პრობლემა და ვერ ხვდება, რომ უნდა ებრძოლოს, ეს ტაბუა ურთიერთობებისთვის.

10. როცა ცრუობს თუნდაც წვრილმანებშიც. მაშინ რა უნდა თქვა, თუ რაიმე სერიოზული მოხდა?

კომენტარები

სხვა სიახლეები