ტომ ჰენქსსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ჰოლივუდის მსახიობ ტომ ჰენქსსა და მის მეუღლე რიტ უილსონს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ჰენქსი “ტვიტერზე” წერს. მისი თქმით, ავსტრალიაში მოგზაურობისას მათ ტესტის გაკეთება მოუწიათ გარკვეული გამოვლენილი სიმპტომების გამო:

„თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“, – წერს ტომ ჰენკსი.

კომენტარები

სხვა სიახლეები