12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ დღეს საკუთარი ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ეცადეთ, რომ ოპონენტები ზედმეტი თავდაჯერებულობით არ გააღიზიანოთ. თქვენთვის დამახასიათებელი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ. მით უმეტეს, დაუმსახურებლად.

კურო
არსებობს შანსი, რომ სასურველ შედეგს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ. პლანეტების განლაგებამ შეიძლება მიზნის მიღწევის მოულოდნელი, მაგრამ ეფექტური გზა შემოგთავაზოთ. ეცადეთ, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმება და მტრებთან შერიგება მოასწროთ.

ტყუპები
შესაძლოა, ამ დღემ უკეთესი მომავლის იმედი ჩაგისახოთ. გამორიცხული არაა, რომ ძალიან საპასუხისმგებლო და შემოსავლიანი სამსახური შემოგთავაზონ. ფულთან ურთიერთობის დროს სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. ერიდეთ საეჭვო გარიგებებს. უმჯობესია, არსებული ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაზე იზრუნოთ.

კირჩხიბი
მიზანს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. ფინანსურ საკითხებში სირთულეებს არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ, ინიციატივა გამოიჩინოთ როგორც პროფესიულ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში. გახსოვდეთ, რაც უფრო აქტიურად იმოქმედებთ, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ.

ლომი
პლანეტების განლაგება სპონტანური გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგებთ. მოსალოდნელია შემთხვევითი შეხვედრები, მოულოდნელი სატელეფონო ზარები და საინტერესო სიახლეები. შესაძლოა, მოულოდნელი სტუმრები გეწვიონ ან თავად გახდეთ ვიღაცის მოულოდნელი სტუმარი. თუ კარგ სამსახურსა და დაწინაურებას გთავაზობენ, გახსოვდეთ, რომ ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ და შესაძლოა, დამოუკიდებლობაც დაკარგოთ.

ქალწული
გაორებული და წინააღმდეგობრივი დღეა. ერთი მხრივ, ცდილობთ, სხვების საქმეებში არ ჩაერიოთ და მეორე მხრივ, გსურთ, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველაფერი იცოდეთ და პროცესებზე გავლენა მოახდინოთ. ნუ აიღებთ გარშემომყოფ ადამიანებზე პასუხისმგებლობას. ამით მათ მხოლოდ გააღიზიანებთ.

სასწორი
ბედის საჩუქარს ნუ დაელოდებით ამ დღეს. აზარტული თამაშები ძალიან გაგიტაცებთ, რაც შესაძლოა, ცუდად დასრულდეს. მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებში გაბმას, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას და ემოციურ ფონზე მოქმედებებს, განსაკუთრებით, შუადღის შემდეგ.

მორიელი
მოვალეობისა და პასუხისმგებლობის მკვეთრი შეგრძნება თქვენს სექსუალობას დაჩრდილავს. მიჩვეული ხართ ნებისმიერი ქმედებიდან შედეგის მიღებას და ყოველთვის უმაღლეს დონეზე. მოუმატეთ რიტმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთგაგება გაგიჭირდებათ, ვალებში გადავარდებით ან ავად გახდებით.

მშვილდოსანი
სამსახურში ხელმძღვანელი საინტერესო წინადადებას შემოგთავაზებთ, რომელზეც უარს ვერ იტყვით. თქვენი ჩანაფიქრები საბოლოოდ ასრულდება. პატიოსნება და შრომისუნარიანობა – წარმატების მნიშვნელოვანი ელემენტებია.

თხის რქა
ეს დღე სიმართლესთან ასოცირდება. ანგარიშსწორებას დროზე ადრე მიიღებთ. თუკი მიზნის მისაღწევად კონკრეტული გეგმები არ გაქვთ, წინსვლა და მიზნის განხორციელება გაგიჭირდებათ და გაგიჭიანურდებათ კიდეც. ნუ გაუბრაზდებით ბედისწერას, მიიღეთ მისი გამოწვევა ისე, როგორც საჭიროა.

მერწყული
ამ დღეს განწყობა გაგიფუჭდებათ. რაც არ უნდა ეცადოთ, იყოთ სამართლიანი, თქვენი ქცევები დამახინჯებულად აღიქმება. ვარსკვლავები გირჩევენ დაკავდეთ პირადი საქმეებით. თუკი ბავშვები დახმარებას გთხოვენ, არ უთხრათ უარი. აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში (თუკი ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდებით), შეინარჩუნეთ ნეიტრალური პოზიცია.

თევზები
პლანეტების განლაგება ბიზნესმენებს კარგ პერიოდს ჰპირდება: ეს დღე შესანიშნავია უცხოელ კომპანიონებთან კონტრაქტების გასაფორმებლად. თქვენი მოქმედებები იქნება დაძაბული, მაგრამ შემოქმედებითი, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მიიღეთ კონსულტაციები გამოცდილი მეგობრებისგან – ეს პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები