“მოკლედ, ვინც გადავრჩებით, კაი მოხარშულ ღამურაზე ვიკრიბებით და ერთი კარგი გველის ხაშლამაც დავატანოთ” – კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით უკვე 24 ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი შეხედვით, ქვეყანა პანიკამ მოიცვა, თუმცა ვირუსზე სოციალურ ქსელში უამრავი იუმორისტული პოსტი გავრცელდა:

“რა დრო იყო, კორონა რომ მხოლოდ ლუდი მეგონა”

“ამ ხნის ქალი ვარ და ასეთი რამ არ მახსოვს ვაქირავებ ბინას დღიურად, თვითიზოლაციისთვისო” ჩემს ახალგაზრდობაში სექსიზა აქირავებდნენ”.

“არ მიწყინოთ, მაგრამ 40 წლის ზევით ვინც ხართ საფრენდოში, ანუ რისკ-ჯგუფი, კორონა ვირუსის გამო, დროებით გშლით მეგობრების სიიდან.
ორ კვირიანი ფბ კარანტინი”.

“კორსო იტალიაშიც” აღარ შევდივარ უკვე შიშით”

“პირველი აპრილიც კი “გადაიდო”

“მეზობელმა მკითხა პანდემია რა არისო და მე მარტო ის გამახსენდა, სომხური პანდემიის თეატრი რომ გაარემონტეს ახლახანს”.

“იდაყვის დაბანაზეც გვეტყვიან თუ ჩვენით უნდა მივხვდეთ”?!

“ის კაცი ვეფხვის მოგერიებას ჯოხით რომ გვასწავლიდა, გვეკითხა კორონაზეც”

“იტალიის აეროპორტებში მგონი თერმოდეტექტორების ნაცვლად მერაბ სეფაშვილის “ხომ არ შეგცივდათ ქალბატონოა” ჩართული”.

“ვამზადებ მოსწავლეებს კარის მუხლით გაღების ხელოვნებაში”.

“ქართველი მასწავლებელი კარანტინში:
– აბა ჩურჩული არ გავიგო კლასტერში”.

“ნახევარი საუკუნეა “ნუ მიეყრდნობით” აწერია და იმას არ ვასრულებთ და რა თვითიზოლაცია”?

“როენა ხუცურაულმა ძალიან კი გვინდა, მაგრამ დისტანციურ მუშაობაზე ვერ გადავალთო”.

“საქართველოში იბადებოდნენ,
იტალიაში მიდიოდნენ
და მერე მუდამ წუხდნენ ამაზე”.

“ამ დღესაც მოვესწარით:
იტალიურ მაფიაზე მეტად იტალიური კლასტერის გვეშინია”.

“როცა შვილები მეყოლება ბიჭს ამირანგამყრელიძე უნდა დავარქვა, გოგოს თენგიზცერცვაძე”

“და თურქეთში კვლავ არავითარი არაფერი,
დროა, აგერ ქემალფაშაში გადმოიტანონ მილანის ფეშენ-ვიქი”

“ვერტმფრენმა გუგულის ბუდეს გადაუფრინა” !?

კომენტარები

სხვა სიახლეები