“სოხუმი” და “რუსული აგრესია” – დემნა გვასალიამ მსოფლიო საზოგადოებას საქართველო გააცნო

დემნა გვასალიამ პარიზში გამართულ ჩვენებაზე Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა, რომელიც 1992 წლის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
დიზაინერმა საქართველოდნ 40 მოდელი წაიყვანა.
„მე მათი წყალობით მსურს, ქართველი ახალგაზრდობის ხმა მივაწვდინო მსოფლიოს, მათი წყალობით, მსოფლიოს მინდა ვუჩვენო ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის შესახებაც ბევრი არ საუბრობს – სიმართლე ის არის, რომ საქართველოში რეალური თავისუფლება არ არსებობს. მე იქ სწორედ ამგვარ გარემოში ვცხოვრობდი და ეს მძიმე გასახსენებელია, მსურდა, როგორმე ეს გარეთ გამომეტანა” – განაცხადა დიზაინერმა.
კოლექციაში ასევე ასახულია ბასიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელსაც მან “თავისუფალი ზონა” უწოდა.
დიზაინერი, ასევე, აპირებს აპლიკაციის შექმნას, რომლის გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელი შეძლებს ახალი კოლექციის ნახვას და ამის შემდეგ, აპლიკაცია მას ვიკიპედიის თემატურ გვერდზე გადაიყვანს, რომელიც 1992 წელს საქართველოში განვითარებულ რუსულ აგრესიაზე უამბობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები