57 წლის მარადონას და 30 წლის მოდელის ვნებიანი კოცნა ჩემპიონატზე ( ფოტო)

არგენტინელი ვარსკვლავი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ში, მოწინააღმდეგის კარში გატანილ გოლებს ორიგინალურად ზეიმობდა. არგენტინასა და ნიგერიას შორის გამართული მატჩის დროს, ის ტრიბუნიდან უცენზურო ჟესტებს იყენებდა, შემდეგ ჯერზე კი, სიბრაზის ასე აგრესიულად გამოხატვისგან, თავი შეიკავა.
ამის მაგივრად, მან ვნებიანი კოცნა არჩია.
სწორედ ასე ზეიმობდა გოლებს 57 წლის დიეგო 27 წლის მოდელ როსიო ოლივიასთან ერთად. შეყვარებულები არ ერიდებოდნენ გრძნობების გამოვლინებას, თუმცა მარადონას „ვნებიანმა გამხნევებამ“ ვერ უშველა მის მშობლიურ ნაკრებს თამაშის მოგებაში.
როგორც ცნობილია, არგენტინის ნაკრებმა ფრანგებს დაუთმო ანგარიშით 4:3 და ჩემპიონატს გამოეთიშა.

კომენტარები

სხვა სიახლეები