ნინი ნაცარაშვილი ლევან ჯიბღაშვილს ამხელს – ეს მოლაპარაკე ე.წ. მსახიობი (ვიდეო)

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი თვლის, რომ ქალს მხოლოდ კანონი არ უნდა იცავდეს. ამის შესახებ მსახიობმა „TV პირველის“ ეთერში, იმ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდეს.

„მე ვთვლი რომ ეს კანონი და მსგავსი კანონები აუცილებლად უნდა მიიღონ, რომელიც ადამიანებს დაიცავს. არ ვარ მსგავსი რამის წინააღმდეგი, პირიქით მომხრე ვარ. არ ვთვლი, რომ ქართული ტრადიციები არის ქალზე ზეწოლა, მე ამას არ ჩავთვლი სწორად.
მე მტკივა ის მომენტი, რომ ვცდილობთ ყველაფერი კანონზე და ფურცელზე გადავიტანოთ, მე არ მინდა რომ გოგო, 24 საათის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ფიქრობდეს, რომ კანონი იცავს, გვერდით კაცი რომ იდგას, ისიც კი არ იცავს, არამედ მარტო კანონი იცავს, მე არ მინდა რომ ქალს მხოლოდ კანონი იცავდეს“,- აღნიშნა ჯიბღაშვილმა.
ლევან ჯიბღაშვილის ყოფილმა შეყვარებულმა ნინიკო ნაცარიშვილმა აღნიშნული გადაცემიდან ვიდეო გააზიარა და შემდეგი აღწერა გაუკეთა:
„სამწუხარო ფაქტია, რომ კანონის ძალა ყველასათვის ერთნაირად არ მოქმედებს. ეს მოლაპარაკე ე.წ. მსახიობი კი უკანასკნელი უნდა იყოს, რომელიც საერთოდ ძალადობაზე და კანონზე ხმას ამოიღებს. მე და ინტრიგა შორს, თორემ…“, – წერს ნაცარიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Xj6NF8867-I&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები