„კახიძეს სვიტერი თუ ეცვა, ვაფშე ვეღარ გაიხდის“ – რას წერენ ფეისბუქმომხმარებლები პარლამენტში მომხდარ ინციდენტებზე

გელა კურტანიძე – მიზანი, რომელიც საფერფლეზე მეტია;
ნინა სამხარაძე – სულ რომ დახოცოთ ერთმანეთი პარლამენტში, ბარსა-იუვენტუსის თემას მაინც ვერ გადაფარავთ დღეს. ცუდი ცირკი ერთია, კარგი სანახაობა – მეორე;
თამაზ ჩიხლაძე – გიგა ბოკერიას თავს ის პატარა ჭიქა რას უზამდა, მაგას უნდა ესროლო მუხა;
ნინო ჭელიძე – ყველაზე ნიშანდობლივი ის მომენტი იყო, სკამზე პიჯაკი რომ შეასწორა და მერე დაავლო ჭიქას ხელი… რაღაცნაირი აკურატულია ხოო;
დავით ნინიკაშვილი – თქვენ გაგიხმეთ ხელებიო, პარლამენტის დამლაგებელმა, საქმე მაკლდა მეო?;
დავით ნაკაიძე – ვინც საფერფლესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია;
შალვა თოიძე – იმხელა თავი მაქვს, ექიმმა პარლამენტარობა ამიკრძალა;
ნინო ჯღარკავა – დღის გმირი წარბა კანდელაკი, მიზანში ისვრის სნაიპერივით;
თამაზ ჩიხლაძე – იმ ტუპიაკ კახიძეს ისედაც არ ჰქონდა ჭკუა, საფერფლე უნდოდა თავში? არა, მაგარი დაუნდობელი ვინმეა ეს სააკაშვილი;
ანა კომპაძე – სიფრთხილეს თავი არ ტკივა (ოთოს კი) და ჩაფხუტებით იარეთ სესიებზე;
სოსო სოი – სვიტრი თუ ეცვა, ვაფშე ვეღარ გაიხდის. კახიძეს, თავში საფერფლე ხეთქესო;
გელა ზედელაშვილი – საფერფლის სროლაც ვერ ისწავლეს მიშასგან ხეირიანად, ამ ჩემისებმა, დაჟეჟეს ერთმანეთი;
დარეჯან ლიპარტელიანი – საფერფლე მოარიდეთ ნაცებს… მემკვიდრეობით დაუტოვა მიშამ წარწერით “საფერფლე კლავს“;
დავით ჯაყელიძე – პარლამენტში საფერფლეც აქვთ?
გელა კურტანიძე – ესენი ერთმანეთს საფლავზე წითელი კვერცხის მაგივრად საფერფლეებს გაუგორებენ.
დავით ახრახაძე – კორეას ამერიკა დაარტყამსო და … კანდელაკმა კახიძეს დაარტყა;
ნინო ჯღარკავა – თხა,ჭაკი, ჯუა, კაცი პიროვნება კანდელაკი;

კომენტარები

სხვა სიახლეები