ინტერნეტში ახალი “ტერმინატორის” კადრები გავრცელდა (ფოტოკოლაჟი)

მსოფლიოს ლეგენდარული დამცველის, „ტერმინატორის“ შესახებ ახალი ფილმის გამოსვლის დღე სულ უფრო ახლოვდება. ფილმისა და მთავარი გმირის თაყვანისმცემლების გულის გასახარად, ფილმიდან ფოტოკადრები ინტერნეტში გავრცელდა. კადრებში ჩანან, ცოტა არ იყოს, დაბერებული სარა კონორი და თავად Т-800 არნოლდ შვარცნეგერის შესრულებით. ასევე, ჩანან მსახიობები: დიეგო ბონეტა, გებრიელ ლუნა, ნატალია რეიესი და მაკენზი დევისი. თუმცა, უცნობია, თუ რა როლებს ასრულებენ ისინი. „ტერმინატორი: ბნელი ბედი“ ეკრანებზე 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა გამოვიდეს. ფილმის შემქმნელებმა უკუაგდეს ყველაფერი, რაც ფილმის მეორე ნაწილის შემდეგ მოხდა და მოგვიყვებიან მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღოდა მის მესამე ნაწილს -„ტერმინატორი: მანქანების აჯანყება“.

კომენტარები

სხვა სიახლეები