თინეიჯერმა ორსულობის შესახებ მშობიარობამდე 45 წუთით ადრე შეიტყო

შოტლანდიელმა ემალუიზ ლეგეტმა ორსულობის შესახებ მშობიარობამდე 45 წუთით ადრე შეიტყო.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი წერს. 18 წლის შოტლანდიელი თინეიჯერი დაორსულების საწინააღმდეგო აბებს იღებდა, რადგან თავიდან აეცილებინა დაუგეგმავი ორსულობა გამომდინარე იქედან, რომ მას უკვე ჰყავდა ერთი შვილი. მას, 2018 წლის 17 ივლისს, თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. 45 წუთის შემდეგ, ლეგეტმა ჯანმრთელი გოგონა დაბადა. ემალუიზი იხსენებს, რომ მანამდე ცოტათი გასუქდა და ცდილობდა, წონაში დაეკლო, თუმცა, მისი მონდომება უშედეგოდ დასრულდა. „ორსულობის ტესტი არ გამიკეთებია. არ მქონდა არანაირი სიმპტომი. ექიმები ვერ ხსნიან, რატომ არ მეტყობოდა მუცელი. მათი თქმით, ბავშვი, შესაძლოა, წელის არეში ყოფილიყო”, – ამბობს ემალუიზ ლეგეტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები