“ეს ყველაფერი არც მომღერლის მეგობრებს მოსწონდათ ” – რატომ დაშორდა ლედი გაგა საქმროს

დაახლოებით ერთი თვის წინ, ლედი გაგა საქმროს – კრისტიან კარინოს დაშორდა. წყვილი ერთად ბოლოს “ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ერთმანეთის მიმართ მათმა ქცევამ საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვები გამოიწვია, რომ გაგასა და მის საქმროს შორის დაძაბულობაა. სულ მალე, ცნობილი გახდა, რომ ნიშნობა ჩაიშალა და 33 წლის პოპვარსკვლავი კვლავ თავისუფალია. დაშორების მიზეზებზე საუბრისას, გაგას ფანებს, პირველ ყოვლისა, ბრედლი კუპერის, გაგასა და ირინას ე.წ. სასიყვარულო სამკუთხედი ახსენდებოდათ და მიიჩნევდნენ, რომ ლედი გაგამ სწორედ ბრედლის გამო მიატოვა საქმრო. თუმცა, როგორც Cosmopolitan-ის ცნობილი გამოცემა წერს, სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა და გაგას უამრავი მიზეზი ჰქონდა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. როგორც წყვილთან დაახლოებული პირისგან ირკვევა, “ის ძალიან ეჭვიანია და ყოველთვის ცდილობდა, გაგას ადგილსამყოფელის შესახებ სცოდნოდა. გამუდმებით უგზავნიდა შეტყობინებებს და ეს ყველაფერი არც მომღერლის მეგობრებს მოსწონდათ”. საბოლოოდ კი, გაირკვა, რომ კარინო საყვარელ ქალს, 2 წლის განმავლობაში, ძალიან ცუდად ექცეოდა

კომენტარები

სხვა სიახლეები