“გახარიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ძალიან მაგონებს ირაკლი ალასანიას ისტორიას”

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში შსს-ს მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას გამოეხმაურა. “გახარიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ძალიან მაგონებს ირაკლი ალასანიას ისტორიას – ისტერიკა რომ იყო, სამხედროები ჯარში საჭმლით იწამლებიანო. დიარეის არცერთი ფაქტი რჩებოდა რეაგირების გარეშე. იგივე ვითარებაა გახარიასთან დაკავშირებით. კრიმინალი კი ყვავის, მაგრამ იმაზე მეტად არა, ვიდრე წინა მინისტრობისას ყვაოდა. პ.ს.. რატომ გამორიცხავთ, რომ ეს კრიმინალი ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ არ არის წახალისებული. რვა სულ ქურდს კარგად იცნობს ერთი პერსონა, რომელიც ღარიბაშვილსა და ალასანიასაც კარგად აშავებდა, თავის დროზე”, – წერს მარსაგიშვილი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები