ბრაიან ადამსი პრინცესა დაიანასთან სასიყვარულო ურთიერთობას ფარდას ხდის-რატომ გაუგზავნა მან ელტონ ჯონს თავისი პენისის სურათი

90-იანი წლების პოპულარულმა კანადელმა მომღერალმა ბრაიან ადამსმა მისი და ლედი დაიანას ურთიერთობას ფარდა ახადა. ასე ღიად საჯაროდ ამ თემაზე მან პირველად ისაუბრა. 58 წლის ბრაიან ადამსი ენდი კოენის სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც მას წამყვანმა იმ ჭორების შესახებ ჰკითხა, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. კოენი: „ბევრი ხმა დადიოდა იმის შესახებ, რომ თქვენ და პრინცესა დაიანა შეყვარებულები იყავით. მისი სასახლის მსახურთუფროსმა ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ კენსინგტონის სასახლეში ხშირად შემოუშვიხართ ჩუმად. როგორ დაახასიათებთ თქვენს ურთიერთობას პრინცესა დაიანასთან?“
ბრაიან ადამსი: ბრაიან ადამსი: „ახლო მეგობრები ვიყავით. შეპარვა არ მჭირდებოდა ხოლმე, პირდაპირ შევდიოდი.“
კოენი: „მეგობრები ბენეფიტებით?“
ბრაიან ადამსი: „მმმ, ის უბრალოდ… ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით“
ჭორები იმის შესახებ, რომ ადამსი ლედი დის მიმართ გრძნობა ჰქონდა, მას მერე დაირხა რაც 1985 წელს მისი სიმღერა “დაიანა” გამოვიდა. სიმღერაში ნახსენებია ქალი სახელად დაიანა, რომელიც „ჩემი ყველა ოცნების დედოფალია“. ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ „დაიანას“ ქმარი, რომლის სახელიც ნახსენები არ ყოფილა, მის ქმრობას არ იმსახურებს და უმჯობესია „დაიანამ“ის მიატოვოს. ბრაიან ადამსის სხვა სიმღერაში ასევე საუბარია ქალზე, რომელსაც ის ეკითხება-„რა გინდა ასეთ კაცთან?“ . სავარაუდოდ სწორედ ლედი დის ქმარს, პრინც ჩარლზს გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ ბრაიან ადამსი სიმღერას „დაიანა“ კონცერტებზე რეგულარულად ასრულებდა. თუმცა, 1997 წლის შემდეგ აღარასოდეს უმღერია ის. სწორედ ამ წელს დაიღუპა ტრაგიკულად ლედი დი ავტოკატასტროფაში.
გადაცემის მსვლელობისას, ბრაიან მეიმ კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. მან იმაზე ისაუბრა, რომ ელტონ ჯონს მის 42 წლის იუბილეზე თავისი პენისის ნახატი აჩუქა. „როდესაც მე ის ჩარჩოში ჩასმული მივეცი, მან თქვა-„ჩარჩო უნდა გამოვცვალო“, ასე რომ ახლა ის ნამდვილი ოქროს ჩარჩოშია ჩასმული. ვფიქრობ, ბუხრის თავზე უდევს.“ დაიანა ასევე მეგობრობდა ელტონ ჯონთანაც, რომელმაც მის დაკრძალვაზე იმღერა. ელტონ ჯონმა იმღერა მისი შვილების-უილიამის და ჰარის საქორწილო მიღებებზეც.

კომენტარები

სხვა სიახლეები