ბრიტანელს, რომელსაც პენისი არ ჰქონდა, გადაუნერგეს – მამაკაცი პირველი სექსისთვის ემზადება

ბრიტანელი, რომელიც სასქესო ორგანოს გარეშე დაიბადა, როგორც იქნა შეძლებს ქალთან სრულფასოვანი ურთიერთობის დამყარებას. მას, ცოტა ხნის წინ, ბიონიკური პენისის იმპლანტი გადაუნერგეს, რომლის ფასი 50 ათასი ფუნტია. თუმცა, მის „დატესტვას“, ენდიუ უორდლი მაშინვე ვერ შეძლებს. პირველი ათი დღის განმავლობაში, მან ერექცია უნდა განიცადოს. შემდეგ უნდა გავიდეს კიდევ ექვსი კვირა, სანამ 44 წლის ენდრიუ პირველად შეძლებს დაკავდეს სექსით.
„ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ნაბიჯი წინ გადავდგა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი სექსი არ არის. მე 44 წელი მის გარეშე გავატარე და მის არ ქონას შეგუებული ვიყავი. რა თქმა უნდა, ამასაც განსაკუთრებულად ველი, მაგრამ პირველ რიგში, ეს ოპერაცია მომცემს შესაძლებლობას, საზოგადოების წევრი გავხდე.“ – აცხადებს ბედნიერი ბრიტანელი.
ბიონიკური პენისი უროლოგ დევიდ რალფის და მისი კოლეგების გამოგონებაა. როდესაც ენდრიუს კითხეს, უნდა თუ არა, რომ მის პენისს ორი დაბოლოება ჰქონდეს, მან უპასუხა, რომ ერთი საკმარისია, ის ხომ პორნოვარსკვლავი არ არის.
ენდრიუ უიშვიათესი ავადმყოფობით დაიბადა – მას შარდის ბუშტის ექსტროფია ჰქონდა, რაც 20 მილიონი ადამიანიდან შეიძლება ერთს ჰქონდეს. მამაკაცს ამ დროს გააჩნია სათესლე ჯირკვლები, მაგრამ არა აქვს პენისი. ექიმები მას ათასგვარ ოპერაციას უტარებდნენ, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. ენდრიუს მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ 2012 წელს, მან თვითმკვლელობა სცადა. ბოლოს კი, ის ექიმ რალფთან მოხვდა, რომელმაც პირადად მისთვის, ბიონიკური პენისი შექმნა. ახლა ენდრიუ გეგმავს საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობას და იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ.
„ბედნიერი ვარ, რომ სიცოცხლე დავიბრუნე. ბევრი რამ, რაც გადავიტანე, დაკავშირებული იყო საზოგადოებრივ წნეხთან, რომელსაც უნდა დავმორჩილებოდი. ყველა იმაზე ფიქრობს, რომ მთავარი ბედნიერება სექსია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობები და მთლიანობაში, – სიცოცხლე.“ – ამბობს 44 წლის მამაკაცი.

კომენტარები

სხვა სიახლეები