ანჯელინა ჯოლის სტილმა კვლავ აღფრთოვანება გამოიწვია – მსახიობი სამეფო ცერემონიას დაესწრო (ფოტო)

ანჯელინა ჯოლი თავისი სტილით და გარეგნობით, საზოგადოების აღფრთოვანებას განაგრძობს. ის გუშინ ლონდონში, წმინდა პავლეს ტაძარში, სამეფო ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც წმინდა მიხეილის და წმინდა ჯორჯის ორდენის 200 წლის იუბილე გაიმართა. ამჯერად ჯოლის „Ralph & Russo“-ს ბაცი ნაცრისფერი შეფერილობის ელეგანტური კაბა ეცვა, რომელიც სხვადასხვა დეტალებით გამოირჩეოდა.
გავრცელებული ცნობებით, ამ დიზაინერის სამოსი ჰერცოგინია მეგან მარკლს ნიშნობის პორტრეტების გადაღების დროს ეცვა. საბოლოო შტრიხების სახით, ჯოლიმ ამ „ლუქს“ შესაფერისი შლიაპა, ხელთათმანები, კლაჩი და ბროში დაამატა.
სამეფო რეპორტიორების განმარტებით, დედოფალი, რომელიც ცერემონიას უნდა დასწრებოდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა. ის მისმა კუზენმა, კენტის ჰერცოგმა ჩაანაცვლა. ცერემონიას აკლდნენ ორივე პრინცი და მათი მეუღლეები. თუმცა, მათი ცერემონიაზე არყოფნის კომპენსირება ფოტოგრაფებმა მშვენიერი მსახიობის, ჯოლის გადაღებით მოახერხეს.
როგორც ცნობილია, დედოფალმა ელისაბედმა მსახიობი 2014 წელს ამ ორდენის საპატიო დამის ტიტულით დააჯილდოვა და ის განსაკუთრებულ სამეფო ცერემონიებს ხშირად ესწრება. ამგვარად, დედოფალმა ჯოლი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და „დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში“ შეტანილი წვლილისთვის გამოარჩია.

კომენტარები

სხვა სიახლეები