22 წლის გოგოს, რომელიც გზაზე აკრძალულ ადგილას გადადიოდა, მანქანამ გადაუარა (ვიდეო+18)

მექსიკის ქალაქ ნოგალესში, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც მაღალ ქუსლებზე შემდგარმა გოგონამ, აკრძალულ ადგილას გზის სავალი ნაწილი გადაირბინა. 22 წლის მინერვა თან ტელეფონზე ლაპარაკობდა, თან მანქანების ინტენსიური მოძრაობის პირობებში გზის გადაკვეთას ცდილობდა. მის წინ ორი მანქანა გაჩერდა, ბოლო ზოლში მესამი ავტომობილის მძღოლმა კი ის ვერ შეამჩნია და დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
კადრებში ჩანს როგორ მოხვდა ქალი მანქანის ქვეშ. მძღოლმა ავტომანქანის გაჩერება შეძლო, დაშავებულთან გამვლელებიც გაჩნდნენ. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ხელის და მუხლის მოტეხილობა და მთელი სხეულის დაბეჟილობა დაუფიქსირდა. ახლა ის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინერვამ შუქნიშნიდან დაახლოებით 50 მეტრში გადაწყვიტა გზის გადაკვეთა, რადგან იქ მისვლა დაეზარა.

https://www.youtube.com/watch?v=RulwAMz-WQY

კომენტარები

სხვა სიახლეები