“I Am Heath Ledger” – დოკუმენტური ფილმი, რომელიც მსახიობის გადაღებული კადრებითაა შექმნილი (ვიდეო)

17 მაისს საკაბელო ტელევიზია Spike TV ეთერში მსახიობ ჰიტ ლეჯერზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს გაუშვებს.
ფილმი, რომელსაც “მე ვარ ჰიტ ლეჯერი” (“I Am Heath Ledger”) ჰქვია, მსახიობის გადაღებული კადრებითაა აწყობილი, სადაც ის ძირითადად, საკუთარ თავს უღებს.
მსახიობს რამდენიმე ცნობილ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის ყველაზე ცნობილია ჯოკერის როლი ფილმში „ბნელი რაინდი”.
ჰიტ ლეჯერი 2008 წელს 28 წლის ასაკში ნარკოტიკების ჭარბი დოზით ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=5PPTDsTnaPk[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=kJMoKMieNn8[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები