ჰიბრალტარის მერად „მის მსოფლიო-2009″ აირჩიეს

 ჰიბრალტარის მერად 2008 წლის მსოფლიოს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული კაიანე ლოპესი აირჩიეს. 30 წლის ლამაზმანმა მაშინვე განაცხადა, რომ ჰიბრალტარი იყო და მომავალშიც იქნება დიდი ბრიტანეთის ტერიტორია.
ამის შესახებ გამოცემა “The Telegraph”-ი იუწყება. ​
ჰიბრალტარის სტატუსის საკითხი, ტერიტორიის, რომელიც ესპანეთის სამხრეთ საზღვართან მდებარეობს, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა. ესპანეთში მიაჩნიათ, რომ ჰიბრალტარს შეუძლია ევროკავშირში დარჩენა, დიდი ბრიტანეთი კი ასეთ შემთხვევაში, შეიარაღებული ძალების გამოყენებითაც კი იმუქრება.
„მე ვამაყობ, რომ ბრიტანელი ვარ. ჰიბრალტარი ბრიტანულია და ყოველთვის ასეთი იქნება“ , – განაცხადა მან.
​ლოპესი ჰიბრალტარის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მერია. ქალი ამ ტერიტორიის მერი მესამედ ხდება.


კომენტარები

სხვა სიახლეები